LOGO

Geo auto-ბლოგი ავტომობილებზე.

მომწერე

Volkswagen-მა გაამჟღავნა ინფორმაცია მომავალი თაობის ყველგანმავალი Touareg-ის შესახებ, რომლის მსოფლიო პრემიერაც მარტში ჟენევის ავტოშოუზე გაიმართება.  ახალი Touareg-ის გარეგანი იერი გერმანული კონცერნის ბოლო მოდელების სტილშია გადაწყვეტილი. ავტომობილის გაბარიტები ოდნავ გაზრდილია, ის შედარებით დადაბლდა და მთელი 208 კგ-ით „შემსუბუქდა“.  ევროპის ბაზარზე ყველგანმავალი ორი დიზელის ძრავით იქნება აღჭურვილი (მოცულობით 3,0 და 4,2 ლიტრი, სიმძლავრით 237 და 335 ცხენის ძალა შესაბამისად). ასევე გაყიდვაში იქნება Touareg-ის ჰიბრიდული ვერსია 3,3-ლიტრიანი ტურბოძრავით და ელექტროძრავით ერთობლივი სიმძლავრით 375 ცხ. ძალა.  მოსალოდნელია, რომ ყველა მანქანის სტანდარტულ აღჭურვილობაში შევა ადაპტური პნევმოსაკიდარი, სტარტ-სტოპ ტექნოლოგია, ასევე რვასიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისია Aisin.  Volkswagen-ის დილერები ახალი Touareg-ის რეალიზაციას 2010 წლის ზაფხულში დაიწყებენ. ავტომობილის ფასი და მისი კომპლექტაცია მოგვიანებით გამოცხადდება.




www.xauto.ge 
 

0 კომენტარი:

Отправить комментарий