LOGO

Geo auto-ბლოგი ავტომობილებზე.

მომწერე


ჩინეთში, პეკინის ავტოშოუს ისე ელოდნენ, როგორც არასდროს.
წავიდა ის დრო, როცა ასეთ გამოფენებს ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევდნენ. ამჟამად, ჩინეთი მსოფლიოში უდიდესი საავტომობილო ბაზარია და იქ გამოსვლა ღირებულად ითვლება. 

ეს ღირსების საქმეა არა მარტო თვით ჩინელებისთვის, არამედ ავტოწარმოების მსოფლიო ლიდერებისთვისაც. თუმცა, მსოფლიოს წამყვანი ავტომწარმოებლების სიახლეები იმაზე ნაკლები იყო, რასაც ელოდნენ.

Volkswagen-მა გადახალისებული Phaeton-ი წარადგინა. ამჯერად გადაწყდა, რომ ხელმძღვანელებისთვის განკუთვნილი სახალხო ავტომობილის გასაღების ბაზარი ჩინეთი იქნება.

გარეგნული სახეცვლილება არც ისე შესამჩნევია: ახალ, კორპორატიულ სტილისტიკაზე მორგებული ოპტიკა, ბამპერი და კიდევ რამოდენიმე წვრილმანი დეტალი. გერმანელებმა არც ისე დიდი ძალისხმევის წყალობით შეძლეს გარეგნობის გამოცოცხლება.
ახლა ის საკმაოდ კარგად გამოიყურება. 

Volkswagen Phaeton-ის ძრავები იგივე დარჩა: 3 ლიტრიანი, 6 ცილინდრიანი, 237 ცხძ-იანი ტურბოდიზელი და ბენზინის, 444 ცხძ-იანი ჭ12. ევროპაში მოდელის გაყიდვა ა.წ. ოქტომბერში დაიწყება და საწყისი ფასი 51 000 ევრო იქნება.

Phaeton-ის გარდა განახლებული თიგუან-იც წარადგინეს. აქ მხოლოდ მანქანის წინა ნაწილია პლასტიკით დაფარული, ტექნიკის მხრივ კი ყველაფერი უცვლელი დარჩა. როდის უნდა ელოდნენ ევროპაში რესთაილინგურ კროსოვერს, ჯერ ცნობილი არა არის. ადვილი შესაძლებელია, რომ ეს ეგზემპლარი მხოლოდ ჩინეთის ბაზრისთვისაა განკუთვნილი. 

გაცილებით საინტერესო იყო კონცეპტუალური სედანი BMW Concept Gran Coupe, რომელიც Mercedes Benz CLS-ის დაჯაბნის მიზნით მომზადდა. საკითხავია, რამდენად რეალურია სერიული ვერსიის გამოჩენა, მაგრამ სალონის გაწყობის და საერთოდ, აღჭურვილობის დონე ისეთია, რომ მანქანა ნამდვილად მზადაა სერიული წარმოებისთვის. 

ადვილი შესაძლებელია ერთბაშად სამი ვერსიის გამოჩენა: ტრადიციული, ორკარიანი კუპეს, სედანის, რომელიც გამოფენაზე წარადგინეს და კაბრიოლეტის.

უმთავრესი მეტოქის გამოწვევაზე, Mercedes-მა პასუხი არ დააყოვნა: ისინიც ექსპერიმენტს ატარებენ CLS-ის ძარის ახალ ვერსიებზე და, ამჯერად, კუპეს მაგივრად საზოგადოების წინაშე "წარსდგა" უნივერსალი შჰოოტინგ Bრაკე. მასში ახალი სტილი შეინიშნება.

ამგვარი ვერსიის სერიაში ჩაშვების ალბათობა მწირია, მაგრამ ამ პროტოტიპის სტილის მიხედვით წარმოიდგენთ თუ როგორი იქნება ახალი CLS-ი. Gran Coupe-ს ღირსეული პასუხი გასცეს. 

General Motors-ს არ შეეძლო გამოეტოვებინა პეკინის ავტოსალონი, მაგრამ, ამჯერად ამ კონცერნმა რაღაც არალოგიკური მოამზადა. ვინაიდან Volt-მა ჯერ კონვეირამდე მისვლაც ვერ მოასწრო, ის Following Volt MPV5 Concept-ით შეცვალეს. მოდელი წარმოადგენს მომავალ კროსოვერს - Orlando, რომელსაც Volt-ის წინა ნაწილი აქვს. 

ავტომობილი აღჭურვილია იგივე ძალოვანი დანადგარით, რითაც Volt-ი: 150 ცხძ-იანი ელექტროძრავით, 1.4 ლიტრიანი ბენზინის გენერატორით და 400 კმ-იანი მაქსიმალური გარბენით. 

MG, რომელიც SAIC-ის მეთვალყურეობის ქვეშაა, გამოფენაზე წარდგენილ იქნა მოდელ ძერო-ს სახით და დებიუტი წარმატებული გამოდგა. 
ევროპული კლასიფიკაციით, B სეგმენტის მანქანა, კონვეირზე მომავალ წელს უნდა დადგეს და ის ევროპულ ბაზარს აშკარად მოუხდება.

ქალაქის საუცხოო სუბკომპაქრებზე მოთხოვნა თვიდან თვემდე იზრდება. თუმცა, ბრიტანელებმა, ამჯერად, არანაირი ტექნიკური ინფორმაცია არ გაავრცელეს. ისიც კარგია, რომ ხალხს მისი დათვალიერების უფლება მისცეს. მანქანა კი, მართლაც, საუცხოო გამოვიდა.
თუ ასე გაგრძელდა, ბრიტანელები დაკარგულ პოზიციებს დაიბრუნებენ.

ყველასათვის მოულოდნელად, Hyundai-მ ახალი Accent/Verna  წარადგინა. სედანი გაფორმებულია უკანასკნელ შონატა-ს სტილში, რაც მას უხდება. სიახლისთვის მომზადებულია ჯერ ორი ძრავა: 1.4 ლიტრიანი, 107 ცხძ-იანი და 1.6 ლიტრიანი, 121 ცხძ-იანი. გადაცემათა კოლოფიც ამოსარჩევად ორია: ექვსსაფეხურიანი "მექანიკა" და ტრადიციული, ოთხსაფეხურიანი "ავტომატი". 

არავინ ელოდა Mitsuoka-ს გამოჩენას, თავისი ახალი კაბრიოლეტით. ეს დებიუტი სენსაციის ტოლფასია. Galue Convertible-ის საბაზო მოდელად აიღეს Ford Mustang-ი. ვინც ასე თუ ისე იცნობს Mitsuoka-ს შემოქმედებას, გაიხსენებს, რომ ეს ფირმა იაპონური მანქანების ბაზაზე რეგულარულად ამზადებს რეტროს სტილის ავტომობილებს.

რატომ ამოირჩიეს ამჯერადFord Mustang-ი, არავინ იცის. ჩინელებისთვის კი სულერთია, მთავარია, მოდელმა სენსაცია მოახდინოს.

დავით ჩუბინიძე

0 კომენტარი:

Отправить комментарий