LOGO

Geo auto-ბლოგი ავტომობილებზე.

მომწერე


ბავარიული ავტომწარმოებლის, BMW-ს, ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მიღწეულზე არ გაჩერდეს და პირველ სერიაზე უფრო პატარა ავტომობილი გამოუშვას. ნულოვანი სერია M1–სა და MINI–ს შორის დაიკავებს ადგილს. მასში შევა წინა გამწევღერძიანი, სამ და ხუთკარიანი კომპაქტური მოდელები, რომლებიც მომავალ Audi A1-ს კონკურენციას გაუწევენ.

ახალი სამოდელო რიგის დებიუტი დაგეგმილია 2012 წლისთვის. ნულოვანი სერიის "საძირკველი" ახალი თაობის MINI–ს პლათფორმა იქნება. აქ დაამზადებენ BMW-ს ისტორიაში პირველ წინა გამწევღერძიან მოდელებს. უცვლელი დარჩება საფირმო ფალშრადიატორი, სახასიათო წინა ნაწილი და გამოსაბოლქვი მილები.

ნულოვან სერიაში ძრავების ფართო არჩევანი იქნება. მყიდველს შესთავაზებენ როგორც ბენზინის, ისე დიზელის აგრეგატებს, მათ შორის სამ ცილინდრიან, 1.5 ლიტრიან, 161 ცხძ-იან ტურბოდიზელს.









ავტორი  :  www.automotive.ge  

0 კომენტარი:

Отправить комментарий